2 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საჩუქარი ჩემი ცოლის ძმამ გაგვიკეთა" - პაატა იმნაძე მედიაში მასზე გავრცელებულ სიუჟეტს ეხმაურება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ სიუჟეტს ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მის დისკრედიტაციას ემსახურება.

ცნობისთვის, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ მოამზადა სიუჟეტი სათაურით: “პაატა იმნაძე მილიონნახევრიან სახლს მალავს.”

იმნაძე აღნიშნავს, რომ სიუჟეტში ყოველი ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, დამახინჯებულია.

“ერთერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC – ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრვალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს. სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო.

საჩუქარი თავის დას, და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემი ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის.

როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც. ჩემს მიერ, ჯერ 1992 წ. განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ცენტრის, ხოლო 1996 წ. NCDC ის ჩამოყალიბების შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობას გისურვებთ” – წერს პაატა იმნაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები