1 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თენგო თევზაძე: “ქართული ოცნება” ეცდება სამართლიანი არჩევნების მიერ დაშვებული შეცდომა სამოქალაქო საზოგადოების დისკრეტიდაციისთვის გამოიყენოს’’.

„პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებამ „სამართლიანი არჩევნების“  რეპუტაცია დააზიანა. „ქართული ოცნება“ ეცდება ეს ფაქტი გამოიყენოს სამოქალაქო სექტორის დისკრეტიდაციისთვის და მათ მიმართ უნდობლობის განწყობის შექმნისთვის“, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია „სამართლიანმა არჩევნებმა“ პასუხი გასცეს საზოგადოებაში მის მიმართ გაჩენილ კითხვებს. კერძოდ, ISFED-ი ადრეც, სხვა არჩევნების პირობებშიც ატარებდა თუ არა მეთოდოლოგიის აუდიტს და თუ ატარდებდა, რა პერიოდულობით; რამდენად არის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ხელმისაწვდომი მესამე პირთათვის და თუ იყენებს  რაიმე სტანდარტს. ხომ არ ყოფილა მესამე პირების ჩართულობა ამ პროცესში ? ასევე, როდის გახდა საეჭვო და შემდეგ უკვე ცნობილი, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. 

„ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება ზოგადი სურათი.  ზოგადად, პარალელური დათვლა არ არის იმის ზუსტი დამდგენი, რამდენად იყო არჩევნები გაყალბებული. PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს და სპეციალური მეთოდოლოგიის შედეგად ითვლის, მსგავს შედეგებზე დაფუძნებით ქვეყნის დაახლოებით ჯამურ მონაცემს. PVT ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებასა და ათას მავნებლობას, რამაც ბოლო არჩევნები ყველაზე ცუდ არჩევნებად აქცია ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში“- განაცხადა თევზაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები აქტიურად ცდილობენ, აღნიშნული შეცდომა გამოიყენონ იმ დარღვევების საპასუხოდ, რომელიც, მათ შორის, 
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა დააფიქსირა.

 „ხმების პარალელური დათვლა არის და უნდა იყოს სტატისტიკურად უტყუარი, საიმედო მეთოდი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებელი ოფიციალური შედეგების (უბნის შედეგების ოქმების შესაბამისად) გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს. სამწუხაროა, როცა აღნიშნულ მეთოდოლოგიაში გაიპარა შეცდომა,“- განაცხადა თევძაზემ.

ISFED-ის განცხადებით ’საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...