2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პანდემიის პარალელურად მსოფლიოში, შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის შემთხვევები გაიზარდოს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის პანდემია სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და პანდემიის პარალელურად მსოფლიოში, შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად, დიდი ინვესტიციის განხორციელებაა აუცილებელი.

"სოციალური დისტანცია, დაინფიცირების შიში, ოჯახის წევრების დაკარგვა, რომელსაც თან ერთვის სამსახურის და შემოსავლის დაკარგვა, ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ცხადი ხდება, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა COVID-19-თან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ​ტედროს ედჰენო გებრეიესუს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები