2 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიელების მიმართვა მსოფლიო მთავრობებს

" "მადლობა," ძვირფასო მაკრონ, მერკელ, მადლობა, რომ მიგვატოვეთ მაშინ, როცა ყველაზე მეტადც გვჭირდებოდა, მადლობა, რომ დაგვეხმარეთ, და განა რა გვინდოდა, პირბადეები და ექიმები ვირუსთან საბრძოლველად, განა უსასყიდლოდ გვინდოდა? იცით, ჩვენ იტალიელები ვართ ფოლკლორისტებიც, ხელოვანებიც, ღარიბებიც, მაფიოზებიც, მაგრამ ვართ აგრეთვე ის ხალხი, ვინც ააშენა სკოლები, გზები, უნივერსიტეტები, შეგიქმნათ ანბანი, რითიც დღემდე სარგებლობთ, ეს ჩვენ ვართ, იტალიელები, ვისი ხელოვნების ნიმუშებითაც თავს იწონებთ მუზეუმებში, იუსესკოს მიერ დაცული ძეგლებიდან მსოფლიოში 70% მფლობელნი. ეს ჩვენ ვართ, იტალიელები, ვინც შემოგიტანათ კულტურა, ხელოვნება, სილამაზე, ჰარმონია. ეს ჩვენ ვართ, ვინც შექმნა პარმიჯანო, მოცარელა, პროშუტო, პიცა, ლაზანია, ნაყინი. ეს ჩვენ ვართ ვინც გასწავლათ როგორ კეთდება ღვინო, გრაპა. და თქვენ, ბატონებო ტრამპ და ჯონს, მადლობა უპირველეს ყოვლისა რომ ხართ ოზოლირებულები, იმის ნაცვლად, რომ დაგვხმარებოდით, ეს ჩვენ ვიყავით ვინც აღმოაჩინა ამერიკა. არც კარტოფილი გექნებოდათ რომ არა იტალიელი მკვლევარი. თქვენ ყველა, როცა უსმენთ რადიოს ან უყურებთ ტელევიზორს გაიხსენეთ Marconi , და როცა ტელეფონს იყენებთ, გაიხსენეთ Meuci. ელექტროენერგიაც Fermiს წყალობით გაქვთ. ეს ჩვენ ვართ, იტალიელები, ვინც შექმნა მუსიკა, არქიტექტურა, ბანკები, ფიზიკა. იტალიელები არიან: Colombo, Marco Polo, Leonardo, Michelangelo, Rafaello, Tiziano, Galileo, Chesare, Ottaviano, Aurelio, Dante, Bernini... ბევრი შემიძლია კიდევ ჩამოვთვალო. ჩემო ძვირფასებო, როცა გესმით სიტყვა ი ტ ა ლ ი ა, თავდახრილები უნდა მორბოდეთ და როცა დახმარებას ვითხოვთ ხელი უნდა გამოგვიწოდოთ. იმიტომ რომ თუ კიდევ შეიქმნება მსგავსი სიტუაცია, არ ვიცით, თუ შევძლებთ ფეხზე დადგომას. და თუ არ გაინტერესებთ იტალია, ვნახოთ ის, რაც გაქვთ თქვენი, მოვინახულოთ მუზეუმები, სადაც გამოვტოვებთ იტალიურ ფრესკებს და სურათებს. მოერიდეთ მოგზაურობას იმ ქვეყანაში, რომელსაც მუშტი დაარტყით ზურგში. ჩვენ ხელგაშლილნი დავხვდებით მხოლოდ იმათ, ვინც დახმარების ხელი გამოგვიწოდა, მხოლოდ მათთვის გახდება ხელმისაწვდომი მოინახულონ ჩვენი ლამაზი ქალაქები და კუთხეები: ვენეცია, ფლორენცია, ნეაპოლი, რომი, მილანი, ვერონა, ტოსკანა, კრემონა, სარდენია და სხვა. რაც საბერძნეთს დამართეთ, იგივე სცადეთ ჩვენთანაც. მაგრამ არ გამოგივიდათ. და ახლა..... თქვენ, ეგოისტებმა, ვერ გათვალეთ, რომ ვირუსს ს ა ზ ღ ვ რ ე ბ ი არ აქვს!!! ყველას მოიცავს, მათ შორის თქვენც და... თქვენ რომ გუშინ დაგვხმარებოდით მიტოვების ნაცვლად, დღეს არ დაიტირებდით თქვენს გარდაცვლილებს.... თქვენივე ეგოიზმმა გაგზომათ, რა პატარები ყოფილხართ... Grazie მადლობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები