1 0 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამხედროები, რომლებიც სომხეთში აქციებს შეუერთდნენ, მკაცრი წესით დაისჯებიან

   სამხედროები, რომლებიც სომხეთში აქციებს შეუერთდნენ, მკაცრი წესით დაისჯებიან .  ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„სამშვიდობო ძალების ბრიგადის ერთი ჯგუფი უკანონოდ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა. ამ სამხედროების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება, ვინაიდან კანონის შესაბამისად შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები შეზღუდულები არიან ნებისმიერ შეკრებებში მონაწილეობის უფლებებში“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. 

 შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე საათის წინ ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ათეულობით მოქალაქე ერევანში მომიტინგეებს შეურთდა. 

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში, პოლიციისა და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ათეულობით მოქალაქეა დაკავებული.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები