0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, ლიბერთიმ ახალგაზრდებს ფინანსური განათლების და დასაქმების პროგრამები გააცნო.

თბილისში,  განათლების საერთაშორისო გამოფენა დასრულდა. ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს საქართველოს საფინანსო სექტორიც შეურთდა.   

 

გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება   გახლდათ.

 

განათლების ხელშეწყობა და  მომხმარებელთა ფინანსური განათლება, ლიბერთის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აღნიშნულ გამოფენაზე, ლიბერთიმ ახალგაზრდებს ფინანსური წიგნიერების შესახებ მოქმედი  პროგრამები გააცნო და ბანკში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების პროგრამები წარმოადგინა.  

 

თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში ეროვნულ ბანკთან ერთად მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge), საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი მონაწილეობდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები