0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩვენ მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს,” – მთავარი პროკურორობის კანდიდატები საბჭოს საკუთარ ხედვას წარუდგენენ

საპროკურორო საბჭოში პროკურორობის კანდიდატები წარსდგებიან. დღევანდელ სხდომაზე კანდიდატებმა საკუთარი კონცეფცია უნდა წარადგინონ. სამიდან ერთ კანდიდატს საბჭო შეარჩევს, რომელიც ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

კომპლექსური ხედვასა და სამართლიანობის აღდგენის შესახებ საუბრობს პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი შალვა თადუმაძე.

„მთავარი პრობლემა, რაც ამ უწყებაში არსებობს, ეს არის საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.

წარვსდგები დღეს საბჭოს წინაშე და წარვუდგენ ხედვას, რომელიც გამაჩნია პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ რეფორმის განხორციელებით ჩვენ მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს და ღია სახელმწიფო უწყებას, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება,“- აცხადებს თადუმაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები