0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

24 წელი სოხუმის დაცემიდან - გმირთა მემორიალთან პოლიტიკოსები მივიდნენ

ჩამოტვირთვა

  სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. თარიღის აღსანიშნავად და ომში დაღუპულთა პატივსაცემად გმირთა მემორიალთან დილიდან მიდიან პოლიტიკოსები და დაღუპულთა ახლობლები.

   1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად.

   სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27-ში ქალაქის დაცემით დასრულდა. სწორედ ამ დღეს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები