0 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

21 წლის გოგომ თავი მოიკლა – “უნამუსოდ ვთქვათ რომ ცხოვრება გრძელდება?”

სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე სამწუხარო ფაქტის შესახებ პოსტს აქვეყნებს, მისი ინფორმაციით, ათენში 21 წლის გოგომ თავი მოიკლა.

„თავი მოიკლა ემიგრანტმა 21 წლის ლია ადამაძემ საბერძნეთში.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

როცა დედას შვილი უკვდება, მისი ცხოვრება იმ ერთადერთის სუნთქვის გაჩერების მომენტიდან ჩერდება…

დედის გული ტკივილს არ წყვეტს, თუმცა წყვეტს ფეთქვას, დედის თვალი სამყაროს ხედავს ლამაზად, თუმცა მაინც ბრმავდება, თავისუფლად სუნთქავს, თუმცა მთელი სამყაროს ჟანგბადი არ ჰყოფნის.

იქ,სადღაც, ტკივილი არ ყუჩდება, მონატრება არ ქრება, დაჯერება შეუძლებელია და ამის მერე უნამუსოდ უნდა ვთქვათ რომ ცხოვრება გრძელდება?

– არა! როცა დედას შვილი უკვდება, ცხოვრება არ გრძელდება, ცხოვრება მიდის თავისთვის და დედა მარტოა, თუნდაც გარს მთელი კაცობრიობა ეხვიოს.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები