2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ეს ჩვენი მეფე გვერდით მომიჯდა და სრულიად უცხო ადამიანს მითხრა,ტროლეიბუსების ტენდერი მომაგებინეო”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი,ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მეფე კი არა ჯადოს მომხსნელი უნდა გამოვიწეროთ ამაზონიდან.

2005 წელია გორში სუფრა მაქვს გაშლილი. იმ დროს ერთი კვერცხი მყავდა, სახელად მიშა ერქვა, ქარელი და ის შემოეხეტა ერთ უცნობთან ერთად. ჩამოსხდნენ და ხმას არ იღებენ. გაგვაცანი ეგ კაციმეთქი. ესო, ძალიან მაგარი კაცია, მომავალი მეფეაო, ეგრე გაგვაცნო. გორელებმა მე შემომხედეს გამეცინებოდა თუ არა და მაგდენს კი მიხვდნენ, რომ ზრდილობის გამო შევიკავე სიცილი. არ გასულა 15-20 წუთი და ეს ჩვენი მეფე გვერდით მომიჯდა. ერთი სათხოვარი მაქვსო, სრულიად უცნობ ადამიანს მეუბნება. რამეთქი? თბილისში ტროლეიბუსების ტენდერი მომაგებინეო. გულში ვფიქრობ, ქლიბია თუ დამცინისმეთქი, იმიტომ, რომ ბოლო ტროლეიბუსი იქამდე 10 წლის წინ დადიოდა ქალაქში. ესე გამეცნო და დამამახსოვრა მეფემ თავი.

ვეჭვობ ჯადოს მომხსნელიც ვერ გვიშველის ჩვენ, არადა ბიძინაზე ჭიტლახის ამომრტყმელი ნაღდად გვიშველიდა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები