1 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ცუდი პირობების გამო ოთხივე შვილი წაართვეს.. გული გამისკდეს ლამის, მარიც ესე ზის და შვილებს ტირის"

ქველმოქმედი აკაკი სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სასწრაფოდ წაიკითხეთ ყველამ!!!!!ეს მტკვარზე რომ ოჯახი ვიპოვეთ იმ ბავშვების დედაა, 9 წელი იცხოვრეს ამ ვაგონში ამ ჯოჯოხეთურ პირობებში :/ჩვენ პარასკევს ვიპოვეთ და დავდეთ მათი ამბავი, საჭმელი,წამლები გათბობა და ტანსაცმელი მივუტანეთ, ადგილს ვეძებდით რომ ნორმალურ პირობებში გადაგვეყვანა. ორშაბათს, სოციალურის თანამშრომლები და პატრულის ეკიპაჟი მივიდა და ბავშვებისთვის ცუდი პირობების გამო ოთხივე შვილი წაართვეს მარის.ამ დროს რაც ხდებოდა ალბათ წარმოგიდგენიათ :/ ბავშვები რეგიონებში გაანაწილეს, ზუსტად არც იცის დედამ. 

მე რომ კანფეტები მოვუტანე ეგრევე ყრია საწოლზე,გული გამისკდეს ლამის :/ მარიც ესე ზის და შვილებს ტირის. ჩვენ თუ ერთი წლის ქირის ფულს შევუგროვებთ და სახლი ექნება მარის, პირობებსაც შევუქმნით და შვილებსაც დაუბრუნებენ. მართლა სულ ყველაფერს ვეცდები რომ ბავშვები დედასთან დაბრუნდნენ. მერე მარიც იმუშავებს, სიციალურიც დაენიშნებათ,ჩვენც მივეხმარებით და კარგად იქნებიან. სხვა დანარჩენში, ყველაფერში მივეხმარებით რომ ბავშვები უსაფრთხოდ და დედასთან იყვნენ ❤️ აბა ჩვენ ვიცით 

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე -

ანგარიშის ნომერი: 

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

Akaki Sinjikashvili "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები