2 2 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატებული დღე გელით, ყველა უსიამოვნებას ოსტატურად აიცილებთ. დღეს შეგიძლიათ რამდენიმე იდეა განახორციელოთ. საყვარელი ადამიანი რთული არჩევანის წინაშე დაგაყენებთ. 

კურო
თუ წვრილმანებზე არ მოცდებით, კარგად შეასრულებთ თქვენს საქმეს და წარმატებასაც მიაღწევთ. საღამოსთვის მოიფიქრეთ გასამხიარულებელი პროგრამა და მეგობრებიც აიყოლიეთ. 

ტყუპი
დღეს ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება და რჩევა. თუმცა, თავადაც ყური უნდა დაუგდოთ უფროსისა და პარტნიორების მოსაზრებებს. საყვარელი ადამიანი ყველანაირად ეცდება, რომ თავი მოგაწონოთ. 

კირჩხიბი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით შემოქმედებით ადამიანებს. საღამოს გვიანობამდე ოფისში ნუ გაჩერდებით, წვეულებას ნუ გამოაკლდებით. 

ლომი
სამსახურის საქმეები კარგად მიგდით. უფროსი კმაყოფილია თქვენი მუშაობით. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

ქალწული
გართობა და მხიარულება გსურთ, მაგრამ სამსახურის საქმეები? დასვენება და ნათესავებთან ერთად გართობა საღამოსთვის გადადეთ; დილას კი პროფესიული საკითხები მოაგვარეთ. 

სასწორი
დილა კოლეგებთან ერთად მიმდინარე საკითხების განხილვას დაუთმეთ. თქვენი პერსონით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. რომანტიკისთვისაც დაგრჩებათ დრო. 

მორიელი
თქვენი დახმარება ესაჭიროება კოლეგებსაც და მეგობრებს. გამოანახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვისაც. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ. 

მშვილდოსანი
დილიდან იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. ზოგიერთს სასიამოვნო ნაცნობობა და შეხვედრა ელის. 

თხის რქა
ნუ განმარტოვდებით, იყავით მეტად გახსნილი ურთიერთობისთვის. მეტად გამოავლინეთ საკუთარი ნიჭი. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმა. 

მერწყული
სამსახურის საქმეები სადილობამდე მოაგვართ. კარგი დღეა კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. საღამოს სიმშვიდე და გამოძინება მოგინდებათ. 

თევზები
კეთილი, პოზიტიური დღე გელით. თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს საოჯახო საქმეები. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. უმჯობესია, ისინი სუფთა ჰაერზე გაასეირნოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები