0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქაღალდის წვიმა“ და მზადება ერევნის დასაპყრობად

ჩამოტვირთვა

ოთხი კლოუნის ისტორია, მათი განცდები და მისწრაფებები, ეტიუდები გაჯერებული სევდიანი და კომიკური მოტივებით, ორიგინალური კოსტიუმები, მოქმედებები სიტყვების გარეშე... - „ქაღალდის წვიმა“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლითაც „ახალმა თეატრმა“ სეზონი დაიწყო. ახალი თეატრი სულ ოთხი სეზონია არსებობს. მიუხედავად ამ მოკლე დროისა თეატრი მაყურებლის სიმცირეს არ უჩივის. რაც შეეხება სპექტაკლს, „ქაღალდის წვიმა“, მან დურუჯი 2011-ში გაიმარჯვა. სპექტაკლს ის უცხოელი კრიტიკოსებიც ესწრებოდნენ, რომლებიც თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან. მათ „ქაღალდის წვიმას“ მაყურებელთან ურთიერთობისა და იმპროვიზაციისთვის მაღალი შეფასება მისცეს. რაც შეეხება მაყურებელს, სპექტაკლმა მათი უმრავლესობა დარბაზიდან ემოციურად დამუხტული გააცილა. „ახალი თეატრი“ სამომავლოდ გაფართოვებასა და სპექტაკლების დამატებას გეგმავს, ჯერჯერობით კი წინ ერევნის ფესტივალია... ახალი თეატრის დასი 8 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქში გასამართ საერთაშორისო ფესტივალში სწორედ „ქაღალდის წვიმით“ წარსდგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები