1 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნები ოფიციალურად 26 ოქტომბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნები ოფიციალურად 26 ოქტომბერს დანიშნა.

"დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევანთან, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ეს არჩევნი ეგზისტენციალურია და ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს. როგორც პრეზიდენტი, მე მაქვს ამ არჩევნებზე ჩემი სათქმელი. უნდათ რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის და ეს ტყუილია, რამე თუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასდროს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა ომი. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტების და მიზნების ბუნდობანება კი ზრდის მტრის მადას ანუ ომის საფრთხეს",  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები