1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია" -კახა კალაძე სერგეი ლავროვის განცხადებაზე

"მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის", - განაცხადა კახა კალაზემ სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. 

ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერს ჰკითხეს ლავროვის განცხადება ევროკავშირის მისამართით გაკეთებული მუქარაა თუ საქართველოს.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები