1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.." - ჰერჩინსკი კანდიდატის სტატუსზე და რეკომენდაციებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

„ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად, პოლარიზაციას თუ შევხედავთ, ის ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. დეოლიგარქიზაციის მხრივაც, ჯერ მხოლოდ სამომავლო ნაბიჯები არსებობს. ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ასევე, მიხარია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იყო წარმატებული“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები