1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ აღარ ჩანს საპენსიო დანაზოგი ინტერნეტბანკში - სააგენტოს განმარტება

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტო პერიოდულად ახორციელებს ინფრასტრუქტურის აიტი განახლებას და ამ ეტაპზე სწორედ ასეთი განახლება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა პირად გვერდებსა და ინტერნეტბანკებში საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

საპენსიო სააგენტოს მთავარი ტექნოლოგიების ოფიცრის, ნიკოლოზ გაგნიძის ინფორმაციით, პერიოდულად ხდება ხოლმე ასეთი სამუშაოების ჩატარება, ბაზების განახლება და სამუშაო პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.

 

„როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია ინფორმაცია რამდენიმე მილიონი ადამიანის შესახებ და ამ მონაცემების დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

ამ მიზნით, ამჟამად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც ჩვეულებრივი პროცედურაა, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს. ეს პროცესი სპეციალურად დავამთხვიეთ შაბათ-კვირას, რომ სამუშაო დროს არ მომხდარიყო შეფერხებები“,- განაცხადა ნიკოლოზ გაგნიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები