თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
|
#გახდითიბისელი
თიბისი ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება, იპოვონ საკუთარი თავი, საყვარელი საქმე და მიზნები რეალობად აქციონ.
თავისუფლების მოყვარულები, ინდივიდუალურები, რეალისტები და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულები - ამ მახასიათებლებით გამოირჩევიან ახალი თაობის წარმომადგენლები თიბისიში.
„თიბისი ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას საკუთარი, პოტენციალი მაქსიმალურად გამოამჟღავნო, მუდმივად რაღაც ახალს ქმნი და დიდ იდეებს ეთამაშები. ეს ყველაფერი გეხმარება, რომ შემოქმედებითად ბევრად თავისუფალი და გაბედული იყო“ - გვიზიარებს თამუნა კონტრიძე, თიბისის ახალი თაობის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი .
ნინი რიჟამაძე 22 წლისაა და თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსია. თიბისიში მუშაობა სტაჟირების პროგრამით დაიწყო და თავისი კარიერის პირველი ეტაპი მარკეტინგის გუნდში გაიარა, სადაც მონაცემების მიმართ თავისი ინტერესი აღმოაჩინა და პროფილი თიბისიშივე შეიცვალა.
“თიბისიში მრავალფეროვანი სამუშაო შენს ყოველდღიურობას უფრო საინტერესოს ხდის. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საქმეს დინამიკურ და მეგობრულ გუნდთან ერთად აკეთებ” - ნინი რიჟამაძე, თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსი.
ესაა თაობა, რომელიც თავისი ინტერესების შესაბამისად იღებს მნიშვნელოვან კარიერულ გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს, რომლებიც პიროვნულ წინსვლასა და განვითარებაში ეხმარებათ, იზიარებენ გამოცდილებებს და ღია არიან ახალი შესაძლებლობების მიმართ, ცნობისმოყვარეობით უდგებიან საინტერესო საქმეებს და ყოველდღიურობას უფრო ფერადს ხდიან.
“თიბისი საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენასა და სხვადასხვა კუთხით განვითარებაში მეხმარება. სასწავლო პლატფორმები, რომელსაც თიბისი თანამშრომლებს გვთავაზობს, ახალი თაობის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.” - გვიყვება სანდრო, თიბისის ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი.
თავისი გამოცდილების შესახებ თიბისის საკრედიტო ადმინისტრატორი, ანანო თავბერიძე გვიყვება, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებები, რომლებიც თიბისისთან აკავშირებს, წინსვლას, ურთიერთობებსა და გუნდთან ერთად საერთო მიზნისკენ სვლას ეფუძნება.
„განვითარება, ინოვაციურობა, სანდოობა და მუდმივად სიახლისკენ სწრაფვა - ეს არის ის, რაც თიბისის ახასიათებს. აქ გეხმარებიან, რომ ყოველთვის იარო წინ, მიიღო ახალი გამოწვევები და სწორად განივითარო შენი უნარები.“
თიბისიში ახალი თაობის საჭიროებებზე მორგებულ გარემოს ქმნიან და საერთო ღირებულებებს იზიარებენ, ეხმარებიან მათ თავისი ინტერესების შესაბამისად განვითარდნენ და საუკეთესო გამოცდილება შეუქმნან.
თუ გსურს, შეუერთდე გუნდს, სადაც შენი ინტერესების აღმოჩენაში და ახალი უნარების განვითარებაში გეხმარებიან - გახდი თიბისელი.
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები