0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით, უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.

„უკრაინის დასახმარებლად კიდევ 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა მივმართე. მაშინ, როცა უკრაინის დამცველები რუსულ ძალებს უკან ახევინებენ, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას“, – წერს  ბლინკენი.

პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტი შეიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და ოთხ ერთეულ Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები