1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ სძულდა ეროსი მანჯგალაძეს სერგო ზაქარიაძე და რამ „შეიწირა“ დიდი მსახიობი?

ჩამოტვირთვა

მის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ფანატიკურ სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის. იყო ფანატიკოსი და ფანატიზმს ითხოვდა პარტნიორებისგანაც. ის არ უყვარდათ კოლეგებს, მაგრამ უყვარდა და უყვარს ხალხს. მას უყვარდა თეატრი, კინოში მუშაობას ტანჯვას ეძახდა, მაგრამ სწორედ კინომ მოუტანა დროში განფენილი დიდება. ქართული სცენის უკომპრომისო ქურუმი ბაქოში დაიბადა, სწორედ იქ, ადგა პირველად სცენაზე ფეხი მერე თბილისის უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1926 წლიდან 2 წელი რუსთაველის თეატრი. ახმეტელის მასოვკაში დგომა… მერე მარჯანიშვილის თეატრი. დიდი გზის დასაწყისი. მადლიერება სიცოცხლის ბოლომდე – მარჯანიშვილის მიმართ, მაგრამ რამედენიმე გზის წასვლა მისი დაარსებული თეატრიდან – კონფლიქტებით და ტკივილებით. მაგრამ… “მე ვერავინ გადამიყვანდა იმ გზიდან, რომელსაც ერთხელ დავადექი დიდი სურვილითა და სიყვარულითო ამბობდა დიდი მსახიობი” სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრში მაშინ მივიდა, როცა იქ ეროსი მანჯგალაძე იყო ზენიტში. სწორედ ამ დროს მივიდა სერგო ზაქარიაძე რუსთავლის თეატრში და როგორც ვასილ კიკნაძე იტყვის, სერგო ზაქარიაძე ხორავასა და ეროსი მანჯგალაძის შუაში ჩაჯდა. “ჩაჯდა” და გახდა კიდეც ეროსის ნაცვლად თეატრის ლიდერი. თეატრში მიღებისთანავე კი ოიდიპოს მეფის როლის ახალ შემსრულებლად დანიშნეს. სწორედ ოიდიპოსის როლით გაიცნეს პირველად მოსკოვში. “თქვენ ტრაგიზმით აღაგზნეთ მოსკოვი” – ასე მიმართეს რუსმა თეატრის კორიფეებმა ზაქარიაძეს… ნოდარ გურაბანიძე: “სერგო ზაქარიაძის მისვლა რუსთაველის თეატრში საბედისწერო აღმოჩნდა ეროსი მანჯგალაძისთვის, დოდო ალექსიძისთვის და თვით მისთვისაც კი. სიყვარულისა და სიკეთისათვის გახსნილმა, უაღრესად ზრდილმა და გულთბილმა ეროსიმ თეატრში მისვლის პირველივე დღეებიდანვე შეიძულა სერგო ზაქარიაძე, თითქმის არ ელაპარაკებოდა, ზურგს აქცევდა, მისთვის უჩვეულო მკვახე ტონით პასუხობდა (თუკი პასუხობდა). ისე წავიდა ამ ქვეყნიდან სერგო ზაქარიაძე რომ ეროსის მასზე გული არ მობრუნებია. სიკეთისათვის შექმნილი ეროსის გულში ამ კაცისადმი დაუძლეველმა სიძულვილმა დაისადგურა…” მალე სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა და ამგვარად მან დაიჭირა არა მარტო ეროსი მანჯგალაძის, არამედ აკაკი ხორავასა და დოდო ალექსიძის კუთვნილი ადგილებიც. მაგრამ ბედისწერა ახალ მსხვერპლს ითხოვდა რუსთაველის თაეტრის კვარცხლბეკზე. ახალგაზრდა თაობა თანდათან განუდგა სერგო ზაქარიაძეს. რასაც იმპულისი მისცა მასსა და მიხეილ თუმანიშვილს შორის გაჩენილმა უთანხმოებამაც. სერგო ზაქარიაძე გენიალურად თამაშობდა მთავარ როლს თუმანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში “როცა ასეთი სიყვარულია”. იგივე როლი, სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით ითამაშა გოგი გეგეჭკორმა. თუმანიშვილს თავის მეგობართა წრეში უთქვამს (თითქოს!) _ სპექტაკლი სწორედ ისე მქონდა ჩაფიქრებული, როგორც გეგეჭკორი თამაშობსო… ეს ნათქვამი უმალ მიუტანეს ბატონ სერგოს და თუმცა ბატონი მიშა უყარყოფდა, ამის მსგავსი არაფერი მითქვამსო, საქმეს ამან ვერ უშველა. პირველი დიდი ბზარი უკვე გაჩნდა ამ ორ დიდ ხელოვანს შორის. დაპირისპირება სერგო ზაქარიაძესა და დასის მსახიობებს შორის უფრო და უფრო დრამატულ ხასიათს ღებულობდა. ბატონი სერგო საშინლად ნერვიულობდა. რამდენჯერმე გადაწყვიტა სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დატოვება, აქეთ-იქით აწყდებოდა, ნერვიულობდა როცა სპექტაკლები არ გამოსდიოდათ, დღე და ღამეს ასწორებდა თეატრის გრანდიოზულ რეკონსტრუქციებზე, თან კინოშიც იღებდნენ… გადაიღალა, გადაიქცანა მისი გული, სამკურნალოდ დაწვა ლეჩკომბინატში და სულ მალე გარდაიცვალა..” შრომისმოყვარეობა ჰქონდა მიქელანჯელოსდარი, დღემდე საარაკო ამბად რომაა თაობებისთვის გადმოცემული. თავად ამბობდა რომ ეს შრომისმოყვარეობა თეატრის ფანატიკური სიყვარულის გარდა, გამოუმუშავა ფეხბურთმაც. დიახ, ის ფეხბურთელი იყო, შორეულ ახალგაზრდობაში, თამაშობდა ზესტაფონის ნაკრებში და სწორედ ფეხბურთს უმადლოდა ნებისყოფის, გამძლეობის გამომუშავებას. “მე ყოველდღე სცენაზე სიცოცხლეს ვტოვებ, სპექტაკლის შემდე სახლში ძლივს მივლასლასებ, თქვენ კი ისე თამაშობთ გეგონება კინოლენტა იყოთ, დღეში რამდენჯერმე რომ შეიძლება დაატრიალო.” _ არც თუ იშვიათად მიმართავდა ასე ახალგაზრდა კოლეგებს. მისი პარტნიორობა არც ისე იოლი იყო. სერგო ზაქარიაძეს თავის ყველა როლი უყვარდა. უყვარდა რადგან ყოველი როლის შექმნაში სისხლი და ოფლი ჰქონდა ჩანთხეული. “მე არ მითამაშია როლი, რომელზედაც ღამეები არ მეთენებინოს. და თუ რომელიმე უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი. ამიტომ მიყვარს ყველანი ერთნაირად”_ ამბობდა ის, მაყურებელს კი დღემდე არ ავიწყდება მისი ჯარისკაცის მამა თუ შადიმან ბარათაშვილი, მოხუცი ფოსტალიონი თუ სხვა კინოროლები. მისი თეატრალური შედევრები კი ქართული თეატრის საგანძურია. მომზადებულია რეზო შატაკიშვილის ბლოგის მიხედვით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები