2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კოლეგები მეუბნებოდნენ, ამას თუ ვერ შეეგუები, სხვა საქმით დაკავდიო" - არის თუ არა დათუნა მგელაძე გეი და რა დამოკიდებულება აქვს მომღერალს ლგბტ თემის მიმართ

  ჟურნალ "სარკის" ჟურნალისტმა მომღერალ დათუნა მგელაძესთან ინტერვიუ მის პირად ცხოვრებაზე და სხვა აქტუალურ თემებზე ჩაწერა.. ჟურნალისტს არ გამორჩენია არც ლგბტ თემის მიმართ მომღერლის დამოკიდებულება, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

„არ შეიძლება, ცუდად მოექცე ადამიანს, რომელსაც სრული უფლება აქვს, იცხოვროს ისე, როგორც უნდა. არც მიტინგების მოწყობა შეიძლება მათ წინააღმდეგ. რა უფლება გვაქვს, ვინმეს მივუთითოთ, როგორ იცხოვროს? ჩემზეც არაერთხელ უთქვამთ, რომ გეი ვარ.

კარიერის საწყის ეტაპზე ამ ჭორს ვერ ვიგებდი, ძალიან ვბრაზდებოდი. მინდოდა, მომეძებნა, ვინც ასეთ ჭორებს მივრცელებდა და ცუდად მოვქცეოდი. ჩემ ცხოვრებაში პოპულარობა ისე უცებ შემოიჭრა, ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი. კოლეგები მეუბნებოდნენ, ამას თუ ვერ შეეგუები, სხვა საქმით დაკავდიო.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ასეთ ჭორებს აღარ განვიცდი, რადგან ასეთი საბაბი არასდროს არავისთვის მიმიცია. ვაცხადებ, რომ ნატურალი ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები. ვინც თავს უვლის და მოწესრიგებულია, ფიქრობენ, რომ აუცილებლად გეი უნდა იყოს.

თქვენს პირად ცხოვრებაზე ჭორები ხშირია?

კი, როგორ არა! თურმე ასაკით უფროსი ქალი მყოლია საყვარლად, რომელიც ჩემზეა გადაყოლილი და ყველაფერს მიკეთებს. ვისაც კითხვის უფლება აქვს, ყველა მეკითხება, მართალია თუ არა. არ ვიცი, ასეთი აბსურდული ჭორი საიდან მოიტანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები