0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კანის ფესტივალის წითელი ხალიჩა და ფოტოები, რომლებმაც 70 წლის განმავლობაში საინტერესო მომენტები შემოგვინახეს

კანის კინოფესტივალის დაარსებიდან 70 წელი გავიდა.  ამ ხნის განმავლობაში, ბევრი საინტერესო და სახალისო მომენტი დაგროვდა, რომლებიც წითელ ხალიჩას და  ვარსკვლავებს უკავშირდება. ფოტოკოლაჟი ძალიან ბევრ რამეს ამბობს.

1)ჯულია რობერტსი ყოველთვის იყო წითელი ხალიჩის მეამბოხე - თმიანი იღლიებიდან დაწყებული ფეხშველა სიარულით დამთავრებილი, რომლითაც ის აპროტესტებდა წითელი ხალიჩის ზედმეტად მკაცრ წესებს. წესები ქალებს ავალდებულებდა მაღალ ქუსლებზე სიარულს. მისმა ღიმილმა ეს ყველაფერი თქვა. ამ დაუგეგმავმა ქმედებამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

2)18 წლის ასაკში ბრიჯიტ ბარდომ ჩაიცვა საცურაო კოსტიუმი და ხმაურიც გამოიწვია. ის ამ ფორმაში პოზირებდა პრესის წინ. სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ საცურაო კოსტიუმი ძალიან მოდური გახადა.

3)ვერავინ იფიქრებდა, რომ კანის კინოფესტივალზე ადიდასის სპორტულებიც გამოჩნდებოდა, მაგრამ ეს ასე მოხდა. Spice Girls-მა პირველად მოირგო ის. ფოტო არის გლამურისა და წითელი ხალიჩის მკაცრი დრესკოდის ნამდვილი გამოწვევა.

4) სელებრითები არა მარტო ერთობიან, არამედ მილიონობით ევროსაც აგროვებენ ყოველწლიურად ქველმოქმედებისთვის და ყველა, ვინც ესწრება ფესტივალს იმოსება შთაბეჭდილების მოსახდენად.

5) წყვილი ‘’Brangelina“ ყოველთვის გამოირჩეოდა ფოტოგრაფებისათვის. ბრედ პიტი ყოველთვის განცალკევებით იდგა და ფოტოგრაფებს შეეძლოთ მარტო გადაეღოთ ანჯელინა. გადაღების შემდეგ პრესა მუდმივად კამათობდა იმაზე, რომელი ბრენდი ეცვა ჯოლის. ამ ფოტოზე დაჭერილია ულამაზესი მომენტი, რომელიც თითქოს ცეკვის შუა ნაწილია. წითელი ხალიჩა ბრწყინავს, ხოლო უკანა ფონზე კამერის სინათლე ჭრის თვალს, რაც მეტად შთამბეჭდავს ხდის ფოტოს.

6)კანი არის კინოს ფესტივალი, მაგრამ მოდა დიდ როლს თამაშობს. ყოველთვის საინტერესოა, ვინ როგორ გამოიყურება. როცა მადონა ესწრებოდა ფესტივალს, ის ყოველთვის საზღვრებს არღვევდა და ეს კარგად იცოდა. მისი ღიმილიც ამაზე მეტყველებდა. ფოტო ყველაზე კარგად ამბობს სათქმელს.

7)ამ შემთხვევაში ფოტოგრაფები იღბლიანები აღმოჩნდნენ, რომ საუკეთესო ადგილიდან დააფიქსირეს ეს მომენტი. გას ვან სანტის ფილმის ზღვის ხეების შემადგენლობა დგას მხატვრული ხელმძღვანელის წინ. ეს ყველაფერი წითელ ხალიჩაზე ხდება.

8)ახალგაზრდა არნოლდ შვარცნეგერს აცვია საცვალი და ფოტოზე კარგად ჩანს მისი დაკუნთული სხეული. ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად არასტანდარტული მომენტი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კანის ფესტივალის არსებობის ისტორიაში.

9)ეს ფოტო არაა ჩვეულებრივი ლამაზი მომენტი წითელ ხალიჩაზე.  შონ პენის  და ჩარლიზ სტერონის შოკისმომგვრელი განშორების შემდეგ, პირველად კამერებმა ისინი ერთად წითელ ხალიჩაზე დააფიქსირეს. პენი და სტერონი ძალიან ფრთხილად და განცალკევებით დადიოდნენ, თუმცა უცბად შარლიზ სტერონი მიუახლოვდა შონს და ლოყაზე აკოცა. ეს მომენტი, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფებს არ გამოეპარათ და ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფოტო აღმოჩნდა.

10)1965 წელს ამერიკელი მსახიობი  ოლივია ჰავილენდი გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელიც ჟიურის პრეზიდენტად დაინიშნა  კანის რიგით-18 კინოფესტივალზე. ფოტოზეც ჩანს, რომ ოლივია ჟიურის ერთადერთი მანდილოსანია. ეს ფოტო ასახავს იმას, რომ ქალებმა სწორედ ამის შემდეგ დაიმკვიდრეს ადგილი კინოინდუსტრიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები