1 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ოლიგარქმა ივანიშვილმა, დენდროლოგიური პარკი, რომელიც ხალხისთვის უნდა ეჩუქებინა, ცოლს აჩუქა" - გიორგი კაპანაძე

ოლიგარქმა ივანიშვილმა, დენდროლოგიური პარკი, რომელიც ხალხისთვის უნდა ეჩუქებინა, ცოლს აჩუქა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილიმიზანი, "ხალხის გაღარიბების პარალელურად, რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავება, სახელმწიფოსგან ქონების მიტაცება და გამდიდრებაა".

„შესაბამისად, ივანიშვილი რომ გეუბნებოდათ, ხეებს იმიტომ ვთხრი, გზებს და ველებს იმიტომ ვაჩანაგებ, ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს იმიტომ ვჭრი, რომ ეს ხეები პარკამდე მივიტანო, დენდროლოგიური გავაკეთო და შემდეგ თქვენ - ხალხს გადმოგცეთო, მოგატყუათ, მეგობრებო.

სინამდვილეში, კომპანია, რომელიც დენდროლოგიურ პარკს ფლობს, ჯერ თავის შვილს გადასცა, ახლახან, 2023 წლის 6 ივნისს კი, მეუღლეს გადაუფორმა. არაფერს ეს ადამიანი არ დათმობს, იქამდე, ვიდრე იძულებული არ გახდება და არ შევცვლით „რუსულ ოცნებას“.

მოვიდა ტყუილებით, რომ გაანახევრებდა ტარიფებს, შეამცირებდა საწვავის ფასს, დაარიგებდა უფასო ფულს და აგრძელებს ტყუილებით.

მისი მიზანი, ხალხის გაღარიბების პარალელურად, რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავება, სახელმწიფოსგან ქონების მიტაცება და გამდიდრებაა. ხოლო თქვენი ყოველდღიური საზრუნავი, ოჯახების გამოკვება და ლუკმა-პურის შოვნაა.

ეს უსამართლობა და დამცირება უნდა დასრულდეს. საქართველოს მოქალაქეები უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ, რაც შესაძლებელია ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ცვლილებებით,” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები