1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შიმშილით სიკვდილი, არცერთს არ აგვცდება ასე თუ გაგრძელდა!”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მთავრობასთან მაქვს ერთი უწყინარი შეკითხვა:
გუშინდელი დღის მერე (ბზობა), ასევე 18–19 აპრილის ღამის მოსალოდნელი ვითარების მერე, ვის დაჯარიმებას აპირებთ 2 მეტრიანი დისტანციის და კომენდანტის საათის დარღვევის გამო?!
ვინ უნდა დააჯარმოთ?! – სახლებში უხელფასოდ გამოკეტილი კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებსაც, ასე თუ გაგრძელდა, თქვენს მიერ ჯერჯერობით არდახურულ მაღაზიებსა და აფთიაქებში შესასვლელი ფულიც აღარ ექნებათ???
საგანგებო მდგომარეობის დადებითი მხარე – ვირუსის გავრცელებისგან თავის დაცვა უგულებელყოფილია და რჩება მხოლოდ უარყოფითი – სახლებში გამოკეტვა მოქალაქეების მორალური და მატერიალური ზიანის ფასად!

აღარაფერს არ ვამბობ იმ ზედახორაზე, რაც კარფურში ხდება და ეს მაშინ როცა “სუფთა სახლი” და სხვა პატარა სავაჭრო ობიექტები, სადაც ყველაფერს იცავდნენ, იკეტება!

ვინმემ მითხრას რომ ეს ასე არ არის!

ან აღასრულეთ რასაც თავადვე აწესებთ, ან რამე ალტერნატიული შემოგვთავაზეთ და ეს საგანგებო მდგომარეობა თავის კომენდანტის საათიანად გააუქმეთ, რომელსაც დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს და არანაირად არ გვიცავს ვირუსის გავრცელებისგან!
თუ იმის თავი არ გაქვთ რომ საკუთარი კანონები აღასრულოთ, მაშინ იმის უფლება დაგვიტოვეთ რითი გვირჩევნია სიკვდილი: კორონით, რომლისგანაც ყველა შეგნებული ადამიანი ქრონკული დაავადებების მქონე საკუთარ ახლობელს და საკუთარ თავს ისედაც დაიცავს, როგორც შეუძლია თუ შიმშილით სიკვდილი, რომელიც არცერთს არ აგვცდება ასე თუ გაგრძელდა!

ვინმე ფიქრობს რომ მხოლოდ ექიმების თავგანწირვა უშველის ამ სიტუაციას თუ მთავრობას კრიზისული ვითარების მართვა არ შეუძლია და შერჩევითი სამართლით უბრალოდ ფულის კეთებაზეა გადასული?!

გაგვცემს ვინმე ამაზე პასუხს?!
გელოდებით!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები