1 4 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ჭარბვალიანობის პრობლემაზე სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს"

კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმაჭარბვალიანობის პრობლემაზე სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს - ეს განცხადება, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„გავიგე, რომ იქ რაღაცებს მალავდნენ და ფარავდნენ. მიუხედავად ყოველთვიური ჩემი შეხსენებისა, რომ ეს ასეა და მიხედვა უნდა, ადგილიდან ვერ დავძარი....„მალავდნენ კვლევას, რომ თურმე სავალუტო ფონდი მსგავსს ეუბნებოდა მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდგომ მე ვუთხარი, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე, თუ ვინ დაუმალა კვლევა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა დამალეს.

„ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოაქვეყნა, რაღაც მიზეზებს ამბობს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა გუნდთან შეხვედრაზე, სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები