1 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"თავიც რომ გაუტეხონ და ცოტა ხნით ეთერებში თავისი ბოტოქსებით ვერ ვნახოთ, ურიგო არ იქნება"- საკრებულოს მაღალჩინოსნის ძალადობრივი შინაარსის კომენტარი ჟურნალისტის მიმართ

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის მისამართით საკრებულოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მამუკა ბალიაშვილი სოციალურ ქსელში ძალადობრივი შინაარსის კომენტარს წერს:

"თავიც რომ გაუტეხონ და ცოტა ხნით ეთერებში თავისი ბოტოქსებით ვერ ვნახოთ, ურიგო არ იქნება."

ბალიაშვილმა ეს კომენტარი ჯანგირშვილის მეგობრის "ფეისბუქ პოსტზე" დატოვა, სადაც ლიკა ბასილაია წერდა, რომ ჟურნალისტს ფეისბუქი გაუტეხეს და ცოტა ხნით სოციალურ ქსელში აქტიური ვერ იქნებოდა.

ჯანგირაშვილი საკრებულოს სახელდების კომისიის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

„თუ საკრებულო თვლის, რომ ეს განცხადებები და პოზიცია არის მიუღებელი ჟურნალისტისთვის თავის გატეხვა და ძალადობა, მაშინ რაღაცნაირად ეს უნდა დააფიქსიროს და გამოხატოს. ის უნდა მოხსნან თანამდებობიდან“- ამბობს ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. ბალიაშვილის გათავისუფლებას ითხოვს საკრებულოს ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ  საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით უკვე მიმართა. უმრავლესობაში კი კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები