1 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ოზურგეთის საკრებულოსთან დაპირისპირება მოხდა

ჩამოტვირთვა

დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოსთან - საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შენობაში შესვლა სცადეს. მათ შესვლის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდნენ ენმ-ის დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე, რომლებსაც საკრებულოში საკუთარ კაბინეტში შესვლა სურდათ. 

ენმ-ის წევრები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვენ და იმ დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას, რომლებმაც ენმ-ის წევრზე, ბესო ქათამაძეზე ფიზიკურად იძალადეს.

დღეს ენმ-ის დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი ენმ-ის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები