0 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

12 წლის მოზარდმა თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, დედა პოლიციაში დაასმინა - ადგილზე მისულ სამართალდამცავებს საშინელი სურათი დახვდათ

 

მოსკოვში, 12 წლის ბიჭმა თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, დედა პოლიციაში დაასმინა.  მოზარდის თქმით, ის მუდმივად ალკოჰოლს ღებულობდა, შემდეგ გარეთ გადიოდა და ყველას ეჩხუბებოდა - ამის შესახებ, უცხოური მედია წერს. 

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბავშვის მითითებულ მისამართზე მისულ პოლიციას,  ქალი უგონოდ მთვრალი დახვდა.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა,  ბიჭის ოჯახი რთულ პირობებში ცხოვრობდა. მოზარდს ერთ ოთახში დედისა და მამინაცვლის ჩხუბის მოსმენა ხშირად უწევდა. გარდა ამისა, მეორე ოთახში ცხოვრობდა მისი უფროსი და ოჯახთან ერთად. ხოლო მესამე ოთახში კი მოზარდის დეიდა, შვილებთან ერთად.

12 წლის ბიჭი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მძიმე ფსიქოლოგიური  პრობლემები აქვს. დედა კი, იზოლაციის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, იძულებული იქნება დასაქმების ცენტრში მივიდეს და  სამუშაოს ძებნას შეუდგეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები