1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„იდეა პანორამაში“ ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს Geely Coolray ან Geely Emgrand საჩუქრად გადაეცემა

ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ცნობილი მოდელები, Geely Coolray ან Geely Emgrand, საჩუქრად გადაეცემა მას, ვინც ბინას „იდეა პანორამაში“ შეიძენს. უპრეცედენტო აქცია „იდეა დეველოპმენტისა“ და Tegeta Cars-ის კომპანიის, Geely Sakartvelo-ს პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა. აღნიშნული საჩუქარი კი მომავალ მაცხოვრებლებს, მომენტალურად, მხოლოდ პირველადი 25%-დან შენატანისას  გადაეცემათ.

Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, ქართულ ბაზარს გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. ორივე მოდელი, რომლებიც მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა, ბენზინის 1.5 ატმოსფერული ძრავით, უმაღლესი კომპლექტაციითა და თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი, ოფიციალური ავტოსალონის გარანტიით.

გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ Geely-ს საუკეთესო მოდელებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. „იდეა დეველოპმენტთან“ თანამშრომლობა აჩენს დამატებით შესაძლებლობას, რომ  მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ისეთი გამორჩეული კომფორტით, რომელსაც Coolray და Geely Emgrand სთავაზობს მომხმარებელს. Geely-ს სამოდელო ხაზის ორივე მოდელი გათვლილია ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელზე და იდეალურია ქალაქში გადასაადგილებლად.  პარკინგისთვის Coolray-ც და Emgrand-იც ძალიან პრაქტიკულია. ორივეს აქვს თანამედროვე და დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი, რაც მომხმარებელს პრემიუმ ავტომობილის განცდას უტოვებს. გაყიდვების კუთხით ჩვენი ბესტსელერი არის Coolray, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, იქიდან გამომდინარე, რომ არის მაღალი კლირენსით, SUV სტილში და აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით“.

„იდეა დეველოპმენტის“ მხარდაჭერით გაიმართა Tegeta Cars-ის მულტიბრენდული შოურუმის გახსნის ღონისძიებაც. სწორედ აღნიშნულ საავტომობილო კომპლექსშია წარმოდგენილი Geely Sakartvelo. ორი კომპანიის პარტნიორობის ფარგლებში ამჯერად „იდეა პანორამას“ ახალ ბინადარს Geely Coolray ან Geely Emgrand გადაეცემა. პროექტი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორია მოიცავს სამ განსხვავებულ ბლოკს, საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს.

გიგი იორდანიდი, „იდეა დეველოპმენტის“ გაყიდვების ხელმძღვანელი:იდეა პანორამა“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსია ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ გიორგი დანელიას ქუჩაზე. ის გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, უნიკალური ლოკაციით, ოთხივე სეზონისთის განკუთვნილი ტერასებით და უცვლელი პანორამული ხედით, რომელიც თითოეული ბინიდან იშლება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ კომპლექსში მაცხოვრებლებს დახვდებათ საბავშვო და რეკრეაციული სივრცეები, ასევე პადელის მოედანი.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება, „იდეა დეველოპმენტის“ გუნდის სურვილი იყო, რომ მომავალი მაცხოვრებლისთვის სიახლის შეგრძნება ბინის შეძენისთანავე მიენიჭებინა.

სწორედ ამიტომ თეგეტა ქარსთან თანამშრომლობით შევქმენით უპრეცედენტო შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ბინის ღირებულების 25%-იანი პირველადი შენატანიდან, „იდეა პანორამას“ მომავალ მაცხოვრებელს მომენტალურად გადაეცემა Geely-ს უახლესი ავტომობილი. აღნიშნული შეთავაზებით  „იდეა პანორამას“ არაერთმა ბინადარმა  Geely Coolray ან Geely Emgrand უკვე მიიღო“.

Geely Emgrand ექვსსიჩქარიანი სედანია, ავტომატური გადაცემათა კოლოფით. წარმოდგენილია ხუთ ფერში: ნაცრისფერი, თეთრი, ოქროსფერი, შავი და ლურჯი. EMGRAND-ის დიზაინი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ავტომობილის სექციების საუკეთესო ვიზუალურ მოწყობას მისი გარე დაბალანსებული კონტურების, უკანა გაბარიტული ფარების დიზაინისა და ცენტრალიზებული მართვის მექანიზმის საშუალებით, რომელსაც „ოქროს სექციურ კვეთასაც“ უწოდებენ. ავტომობილი აღჭურვილია LED ფარებით, რაც გზაზე უკეთეს ხილვადობას უზრუნველყოფს.

EMGRAND-ის ინტერიერის 85% დამზადებულია მასალისგან, რომელიც ხელით შეხებისას ძალიან რბილია. HD ციფრული ხელსაწყოების ეკრანი კი მძღოლს ავტომობილის მართვის პროცესის კონტროლში ეხმარება.

რაც შეეხება Geely Coolray-ს, ეს არის SUV ტიპის ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია 1,5 ტურბო ძრავით. მაქსიმალური სიმძლავრე არის 172 ცხენის ძალა, რაც მართვის გამოცდილებას უფრო სპორტულს ხდის. Coolray-ს აქვს შვიდსიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი, რომელსაც აქვს ცვლის სუპერსწრაფი სიჩქარე - 0,2 წამი და გადაცემის ეფექტურობა - 97%. ეს უზრუნველყოფს საწვავის უფრო მაღალეფექტიანობას და დაბალი CO2 გამონაბოლქვის გარანტიას.

ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით, 360-გრადუსიანი კამერითა და ავტოპარკინგით. Coolray წარმოდგენილია ხუთ ფერში: წითელი, ლურჯი, თეთრი, ნაცრისფერი და მეწამული ნაცრისფერი.

 „იდეა დეველოპმენტმა“ Tegeta cars-სთან პარტნიორობის ფარგლებში ავტომობილი „იდეა პანორამას“ არაერთ ბინადარს უკვე გადასცა. არ გამოტოვოთ აღნიშნული შეთავაზება და მიიღეთ ავტომობილი საჩუქრად. აქცია მოქმედებს 30 ნოემბრამდე.

----

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები