1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქვეყანაში სინოფარმის ვაქცინის დოზები ამოიწურა – პირველ დოზაზე რეგისტრაცია და აცრა ხვალიდან იზღუდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.

პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები