1 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე იყვნენ ჩაწერილი “სინოფარმს“ ან „სინოვაკს“ შესთავაზებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის  განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, ალტერნატივის სახით “სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შესთავაზონ. 

„რადგან გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით შემოდის ეს ვაქცინები, ჩვენ ვმუშაობთ „იუნისეფთან“, რომ დაგვიზუსტონ 43 000 ათასი ვაქცინა როდის იქნება მოწოდებული და იმის მიხედვით დავგეგმავთ, მაგრამ შეიძლება იყოს ალტერნატივა - პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ, თუ დათანხმდებიან, “სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა. ხაზს ვუსვამ, ვინც ჩაწერილია და მეორე აცრა აქვს 10-დან 12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, იმიტომ, რომ „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 1 600-მდე დოზა ჩვენს ქსელში გვაქვს და ყველა მათგანი აიცრება.

ვისაც ჰქონდა ჯავშანი პირველი აცრიდან 4-დან 10- კვირამდე, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას, კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ამ უხერხულობისთვის და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, როგორც კი გვექნება დადასტურება, თუ როდის შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა“, - აცხადებს გამყრელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები