1 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა - მძიმე კადრები

ჩამოტვირთვა

რუსეთში პოლიციელის მიერ მოკლული ახალგაზრდა დმანისში დღეს დაკრძალეს.


შემთხვევა რუსეთის ერთერთ ქალაქში მოხდა. 19 წლის ახალგაზრდა პოლიციის ტყვიას მისი დაკავებისას ემსხვერპლა.


მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ მოკლულ ახალგაზრდასა და მის თანხმლებ პირს პოლიციელები ძალის გამოყენებით აკავებენ. ორივე მათგანი პოლიციას წინააღმდეგობას უწევს და უარს ამბობს ავტომობილში ჩაჯდომაზე, ხოლო შეხლა-შემოხლისას ერთერთ პოლიციელი იარაღს იყენებს.


ოჯახი მომხდარის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მათი ინფორმაციით, ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


„ჯერ არ ვიცით, სპეციალურად მოხდა თუ არა, გამოძიება მიმდინარეობს. თავდაპირველად სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ გუშინ გავიგეთ, რომ გაუთავისუფლებიათ. ახლა როგორ გაგღძელდება საქმე, აღარ ვიცით. მოთხოვნაა, რომ დაისაჯოს პოლიციელი.


მხარდაჭერას ვითხოვთ კანონის შესაბამისად. ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ მხარი დაუჭიროს დაზარალებულებს", - ამბობენ ოჯახის ახლობლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები