1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინდური შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება - მარინა ენდელაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ამშვიდებს, რომ პანიკის საფუძველი არ აქვთ და ამ შტამზეც მოქმედებს აღიარებული ვაქცინები.

"ინდური შტამის მასიური გავრცელებისაგან, გარკვეულწილად დაცულები ვართ. თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

ინდური შტამთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მონაცემები, მაგალითად განსაკუთრებული და განსხვავებული კლინიკა აქვს თუ არა, არ არის ცნობილი.

ვერ ვიტყვი, რომ ეს შტამი განსაკუთრებული სიმძიმის არის. არის მოსაზრება რომ უფრო მეტად გავრცელებადია. შესაძლოა მეტი ლეტალობა ახასიათებდეს, მაგრამ ამის დადასტურებული მონაცემები არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები