1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ნებისმიერმა კომისიამ უმაღლესი და ყველაზე მძიმე სტანდარტით შეისწავლოს ჩემი გამონათქვამი” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მზად არის ნებისმიერმა კომისიამ უმაღლესი და ყველაზე მძიმე სტანდარტით შეისწავლოს მისი გამონათქვამი. 

საქმე ეხება გვარამიას განცხადებას – “ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ ივანიშვილს პრაქტიკულდ უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და გვარამია მუჰამედი მისი მოციქული”.

გვარამია ფეისბუქსტატუსში აღნიშნავს, რომ ამ ტექსტზე ედავებიან, და ამბობენ, რომ მან რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

“წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ჩავედი ჩინეთში. თან მახლავს სოფო, რომელიც კარგად ფლობს ჩინურს. სადაც რამის შეკითხვა ან თქმა მინდა, ყველგან ის მითარგმნის.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთხელაც ამ ისტორიას ვყვები, ვთქვათ ნანუკას შოუში, და ვამბობ: აი, ასე შემოვიარეთ მე და სოფომ ნახევარი ჩინეთი მოსე და აარონივითთქო.

და ამის მერე რა ხდება? ებრაული თემი გადაირევა და ზედ ქრისტიანული მიყვება?

უკაცრავად, და გამოხატვის თავისუფლებაში რომ ჯდება, ეგ საერთოდ არ მადრდებს ამ წამს, რელიგიური შეურაცხყოფაა სად ამოიკითხეთ, ხო კარგად ხართ?

მზად ვარ, ნებისმიერმა კომისიამ უმაღლესი და ყველაზე მძიმე სტანდარტით შეისწავლოს ჩემი გამონათქვამი და, მიუხედავად იმისა, გამოხატვის თავისუფლებაში რომ სრულად ჯდება, დაადგინოს რელიგიური გრძნობების კუთხით დავარღვიე თუ არა თუნდაც მაქსიმალური სტანდარტი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბევრი არ მეგულება ამ ქვეყანაში ჩემზე ტოლერანტული, განსაკუთრებით რელიგიის კუთხით, და ჩემზე და ჩემს არხზე მეტად მებრძოლი, განსაუთრებით რელიგიური უმცირესობების დასაცავად” – წერს ნიკა გვარამია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები