1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,რას ვიფიქრებდი, რომ თვეების წინ მაღაზიაში რომ შემხვდი და შენებურად ჩამიკარი გულში, ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა"

ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, კოტე საცერაძე გიდად მუშაობდა. 27 წლის მამაკაცი ერთ-ერთია სამ გარდაცვლილს შორის, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ის რუსთავში ცხოვრობდა.

აი რა წერენ სოციალურ ქსელში კოტე საცერაძის შესახებ:
-როგორ მტკივა გული, როგორ არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩვენთან აღარ ხარ.
რას ვიფიქრებდი, რომ თვეების წინ მაღაზიაში რომ შემხვდი და შენებურად ჩამიკარი გულში, ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა. კოწიკ!💔რეცა უშენოდ რეცა არაა...

-ჩემი ორი ტკივილი- მიშიკო დვალიშვილი და 

კოტე საცერაძე...განუყრელი მეგობრები, კლასელები....ორი სიცოცხლით სავსე "რეცელი"... მიშო 18 წლის ასაკში ბირთვისებში კლდიდან გადმოვარდა ... ჩემი გულის ნაწილი წაიღო... ახლა კოტე... ესეც მთაში...სიტყვებს ვერ ვპოულობ, საშინლად დათრგუნული და განადგურებული ვარ... ღმერთო ნათელი და ცათა სასუფეველი დაუმკვიდრე მათ...
არ ვიცი, როგორ უნდა ანუგეშო ასეთ დროს დედა...
უფალო დაიფარე ყველა დედა შვილის სიმწარისგან


კომენტარები

მსგავსი სიახლეები