1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თურმე შავებში ჩაცმულ გოგონას დღეში სამჯერ აჰქონდა ყვავილები საფლავზე და საათობით იჯდაო... ენატრებოდა და ალბათ ტანჯვას სიკვდილი ამჯობინა.." -წყალტუბოში მომხდარი თვითმკვლელობა

გუშინ გვიან ღამით, წყალტუბოში 19 წლის გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. სალომე ჯიმშელეიშვილის შეყვარებული ვატო ჟორჟოლიანი აპრილის თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.

"დღეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა... გოგონას შეყვარებული ავტოავარიით დაეღუპა რამოდენიმე თვის წინ, მათ ერთმანეთი ძალიან ჰყვარებიათ დღეს კი ამ გოგონამ მის საფლავზე მისულმა თავი ჩამოიხრჩო, ვერ გაუძლო უიმისობას... თურმე შავებში ჩაცმულ გოგონას დღეში სამჯერ აქონდა ყვავილები საფლავზე და საათობით იჯდაო... ენატრებოდა და ალბათ ტანჯვას სიკვდილი ამჯობინა.. არ ვიცი არ ვიცი განა ასეთი რა სიყვარული ქონდა რომ ეს ჩაიდინა უფალო აპატიე ეს დიდი ცოდვა და დაუშვი გამონაკლისი მანდ მაინც იყვნენ ერთად."ოდესმე გყვარებიათ ისე,რომ ჯოჯოხეთის მარადიული სატანჯველისათვის გაგემეტებინათ თავი?!" მას ნამდვილად ყვარებია, მაგრამ ეს მაინც არუნდა გაეკეთებინა არა.. ვიზიარებთ მთელი საქართველო ამ ტრაგედიას" - წერენ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები