2 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდ დიღომში სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა - გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩამოტვირთვა

ძლიერი აფეთქება დიდ დიღომში. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა. მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით, ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები გარდაცვლილების შესახებ.

აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია ძირითადად მეექვსე სართული, თუმცა, ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები