1 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,გოიმები და ყრუები კაი, 2008 წელს მაინც სად ეყარეთ?!! „- გვარამიას სკანდალური განცხადება რუსეთის წარმომადგენელის გამარჯვებაზე

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი  2017 წლის საბავშვო ევროვიზიას ეხმაურება. 

"სულ რომ ორი ქულა მიეღო რუსეთს ჩვენგან, მაინც რუსეთი მოიგებდა, იმიტომ რომ ჩვენმა ხალხმა არ იაქტიურა" - არის ელემენტარული ტყუილი და არითმეტიკული აფერისტობა. 
სათქმელი რომ არ გაქვთ, ენა მაინც ჩაიგდეთ ბლიად!

ევროვიზიის ქართული ჟიური ღირსია მთელი ცხოვრება ლეფსები და ალეგროვები ასმენინო.

გოიმები და ყრუები კაი, 2008 წელს მაინც სად ეყარეთ?!! ეკუთვნოდეს მაინც იმ რუს ბავშვს 12, ბღაოდა სიმღერის ნაცვლად" - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings.

რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა.

კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. წელს საქართველო კონკურსში გრიგოლ ყიფშიძემ წარადგინა, სიმღერით „გულის ხმა” და 185 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები