1 6 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მე ვარ 18 წლიანი გამოცდილების სპეცრაზმელი და რაც ამ სპეცოპერაციაზე ვნახე, ყველა ძალოვანი უწყების შეფები უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან..."

სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი, გოჩა სარალიძე, რომელმაც სპეცრაზმში 18 წელი იმსახურა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მე როგორც სპეცრაზმელი, ვამბობ რაც ამ სპეცოპერაციაზე ვნახე, ყველა ძალოვანი უწყების შეფები უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან...

ხალხნო, ნუ ქილიკობთ სპეცრაზმელებზე და მითუმეტეს, სნაიპერებზე, სანამ გავაგრძელებ წერას, გეტყვით რომ მართლა უძლიერესი სპეცრაზმელები გვყავს და მითუმეტეს სნაიპერები.

მე ვარ 18 წლიანი გამოცდილების სპეცრაზმელი და გთხოვთ, კარგად წაიკითხეთ რასაც დავწერ.

აი, ჩვენს დროს ანუ წინა ხელისუფლების დროს ვგულისხმობ, როცა შემოვიდოდა გამოძახება, ეგრევე შეგვყრიდნენ, პირველი რაც კეთთებოდა, მეთაურები თითოეულ ჩვენგანს მოგვცემდნენ დავალებას. 

ყველამ ვიცოდით, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, როცა ადგილზე მივიდოდით, უსწრაფესად ვკეტავდით პერიმეტრს და საერთოდ არავის ვაკარებდით, არც პოლიციას, არც პროკურატურას. საერთოდ არავის.

მახსოვს, ერთხელ ერთერთი სპეცოპერაციის დროს მინისტრი მოვიდა და პირადად მე არ შევუშვი პერიმეტრზე. ვუთხარი სპეცრაზმი დაასრულებს მუშაობას და მერე შეგიშვებთქო და მინისტრმა არც კი გააპროტესტა ისე დამემორჩილა.

ომ ხვდებით, სადაც მინისტრს არ ვუშვებდით სხვას საერთოდ არ გავაკარებდით, სანამ სპეცრაზმი მუშაობდა.

ჰოდა, ადგილზე ყველამ თავისი საქმე იცოდა. მეთაურები მკაცრად აკონტროლებდნენ თითოეულ მებრძოლს თავისი პოზიცია რომ დაეკავებინა. ასევე, პირველ რიგში სნაიპერებს განალაგებდნენ შესაბამის და ხელსაყრელ პოზიციებზე და როდესაც მოიერიშე ჯგუფები ვიწყებდით შტურმს, ჩვენ სნაიპერები გვაზღვევდნენ.

ამ ყველაფერს მეთაურები აკონტროლებდნენ და მეთაურები იღებდნენ გადაწყვეტილებას. ეგ ყველაფერი ხდებოდა წამებში, აივანზე გამოვიდოდა და სროლას დაიწყებდა კი არა, ცხვირი რო გამოეყო ტერორისტს, "დურშლაგივით" მიადუღებდა სნაიპერი. 

ასე ხდება, როცა უწყებაში პროფესიონალები მუშაობენ... თქვენ რა გგონიათ, დღევანდელი სპეცრაზმელები ამას ვერ იზამდნენ? როგორ არ იზამდნენ, მაგრამ ნათესაური კავშირებით გაივსო სამეთაურო შტატი და აზრზე არ არიან, რა ქნან და რა გააკეთონ ან რა ბრძანება გასცენ.

ამას ემატება ისიც რომ სპეცრაზმელს, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყანას, მერე მკვლელად აცხადებენ და ზოგს ციხეშიც სვამენ.

რა გარანტია აქვს დღევანდელ სპეცრაზმელს რო ტერორისტის ლიკვიდაციისთვის მას ხვალ ციხეში არ ჩასვამენ?

ასე რომ ხალხნო, სპეცრაზმელებზე ნუ გაიძახით იმას, რასაც არ იმსახურებენ, თუ რამის თქმა გინდათ, სამეთაურო კორპუსს მოთხოვეთ პასუხი, რომლებიც გარტყმაში არ არიან ტაქტიკური თუ სპეც მომზადების შესახებ" - წერს ყოფილი სპეცრაზმელი, სარალიძე.

P.S: გოჩა სარალიძემ ქართულ სპეცრაზმში 18 წელი იმსახურა. ის ბრძოლის ველზე იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც. შემდეგ იყო სოდ-ის ყოფილი უფროსის პირადი დაცვის წევრი. ამ ეტაპზე კი სარალიძე ამერიკაში იმყოფება, სადაც ფიზიკური შრომით ირჩენს თავს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები