1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მე ზედმეტი წონა მქონდა თვალების და გემოვნების პრობლემა კი არა... ეგ რჩევები საკუთარ თავზე მოსინჯეთ "

   მუსიკოსი  მაია კაჭკაჭიშვილი  სოციალურ ქსელში განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც წონაში  საგრძნობლად დაიკლო.   ფეისბუქ მეგობრებს ის ყოველდღე უზიარებს საკუთარ ფოტოებს და ასევე დაკლებულ კილოგრამებზეც საჯაროდ საუბრობს.  ამჯერად მისი გაღიზიანება კი იმ რჩევებმა გამოიწვია, რომელსაც მას კომენტარებში უწერენ :
 "ერთი პოსტიც თუ შეიძლება... 
არ იფიქროთ გავთამამდი და ქება დიდება თავში ამივარდა (არა ეგ ჩემ ჟანრი არ არის) მხოლოდ მსიამოვნებს!!! დიდი მადლობა ყველას... მაგრამ აი კომპლიმენტებს რომ აყოლებთ "თმას ხომ არ დაიხვევდით" "მოკლე კაბას ხომ არ ჩაიცვამდით მოგიხდებიდათ" " "წარბის ფორმას ხომ არ შეიცვლიდით" "გადადით ფერადებზე"და მსგავსი რჩევები... თქვენ მე ტყიდან გამოცეული ხომ არ გგონივართ???? რატომ ფიქრობთ რომ მე ვერ ვხვდები და თქვენ უნდა მიმითითოთ???? რატომ აძლევთ თავს უფლებას რომ ჭკუა მასწავლოთ??? ( თუნდაც რჩევის სახით) მე ზედმეტი წონა მქონდა თვალების და გემოვნების პრობლემა კი არა... ჩემი მეგობრები მე მეკითხებიან თუ როგორ ფორმაში არიან... ასე რომ მაცადეთ ჯერ არ მიმიღწევია საბოლოო შედეგისთვის... ტანსაცმელის ყიდვასაც აზრი არ აქვს ყოველდღე ვიკლებ..... ეგ რჩევები საკუთარ თავზე მოსინჯეთ და მე როცა საჭირო იქნება გავიკეთებ და ჩავიცვამ იმას რაც მე მომინდება :))) იმედია ამ პოსტის შემდეგ აღარ გამოჩნდებიან იდეინნი კეთილისმოსურნეები"- წერს მაიკო 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები