ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
სს „ფინკა ბანკი საქართველო“ ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ერთერთი ლიდერის გიორგი გუგავას ინტერვიუს, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს გავრცელდა, სადაც პოლიტიკოსი აღნიშნავდა, რომ „ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ბუკია სხვა ბიზნესებთან ერთად ფლობს „ფინკა ბანკ საქართველოს“. გვსურს სიცხადე შევიტანოთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ფინკა ბანკი საქართველოს მფლობელებისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაცია. „ფინკა ბანკი საქართველო“ არის მიკროსაფინანსო ჰოლდინგის (FINCA Microfinance Holding) გლობალური ქსელის ნაწილი. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია წარმოდგენილია მსოფლიოს 5 კონტინენტზე 23 ქვეყანაში და მისი მისიაა სიღარიბის აღმოფხვრა ადამიანებისათვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შეთავაზების გზით, რომელიც მათ დაეხმარება შექმნან სამუშაო ადგილები, ჰქონდეთ შემოსავლის წყარო და გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. ფინკას ფინანსური პარტნიორები არიან ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe - გერმანიის განვითარების ბანკი, FMO - ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG და Triple Jump.
ფინკას, როგორც საფინანსო ინსტიტუტს, საქართველოში საქმიანობის 18 წლიანი ისტორია აქვს. 15 წლის განმავლობაში იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც საფინანსო მომსახურებას უწევდა ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. 3 წლის წინ კომპანიამ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო და 2013 წლიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ფინკა ბანკი საქართველოს კლიენტების 79% სოფლად მცხოვრებია, 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო, სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს. ამასთან, ფინკა ბანკი საქართველო, როგორც ყველა კომერციული ბანკი საქართველოში, საქმიანობს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.
პოლიტიკური ნეიტრალურობა არა მარტო ფინკა ბანკი საქართველოს, არამედ ფინკას საერთაშორისო ჰოლდინგის ყველა შვილობილი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. ფინკას მისია და ხედვა სრულიად გამორიცხავს რაიმე ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას, ან კავშირს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასთან.
ჩვენ ვამაყობთ გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი საბანკო მომსახურებით, რომელსაც დღეს უკვე 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ვუწევთ. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომში აღარ მოხდება ფინკა ბანკის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. ინფორმაცია ფინკა ბანკი საქართველოს სტრუქტურის, მენეჯმენტის, მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ რომელსაც ათიათასობით მომხმარებელს ვთავაზობთ, ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე www.FINCA.ge
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები