სოც. მედია
საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა
2016-07-13 13:05:35
საქართველოში დღეს 07:17 საათზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგის ეპიცენტრი კვლავ დმანისთან, თბილისიდან 59 კმ-ს დაშორებით სოფელი მამიშლართან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.დმანისთან ახლოს მიწისძვრა გუშინაც მოხდა, ბიძგი თბილისშიც იგრძნობოდა. გუშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა.
კომენტარები