ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
დღეს, 4 აპრილს, 19:00 საათზე, გალერეა გამრეკელში (მის: ინგოროყვას 14) ) გაიმართება ახალგაზრდა მხატვრის, ირაკლი ჟღენტის პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე რამდენიმე ძველი და ბოლო პერიოდის ნამუშევრები, რომლებიც ძირითადად პორტრეტებისაგან შედგება.
„ცოტას ვნერვიულობ, მარტო იმიტომ, რომ ნაცნობ თუ უცნობ უამრავ ადამიანთან მომიწევს ურთიერთობა. თუმცა განწყობა ამაღლებული მაქვს. გამოფენაზე წარმოგიდგენთ ოცდაათამდე ნახატს, რომელთაც სახელი არ აქვთ და თუ ვინმე შეიძენს, მათ დაარქვან ის, როგორც ისინი დაინახავენ. გაყიდვა, სიმართლე გითხრათ, არ დამენანება: იქნება 100 დოლარიანი და 2000 დოლარიანი ნამუშევარიც. რაც შეეხება სტუმრებს, გამორჩეულად არავინ მომიწვევია. სასიამოვნო იქნება, თუ ვინმეს, ჩემი ნახატების დათვალიერებისას, სურვილი გაუჩნდება, რამე აზრი გამოთქვას, სასიამოვნოა, როცა ახალს იგებ საკუთარ თავზე, თუნდაც კრიტიკულს,“ - გვითხრა გამოფენის წინ ირაკლი ჟღენტმა.
ახალგაზრდა მხატვარმა საზოგადოების ყურადღება სოციალური ქსელიდან მიიპყრო, როცა მისი შემოქმედება irakli jgenti-ს სახელით facebook გვერდზე იქნა წარმოდგენილი. მისი არაორდინალური შეხედულებები ორდინალურ გარემოებებზე ძალიან მალე მოექცა ყურადღების ცენტრში. განსხვავებული ხედვა მხატვრის შემოქმედებაზეც აისახება - მისი ნამუშევრებიც უჩვეულოდ და განსაკუთრებულად გამოიყურებიან, დაუსათაურებელი ნახატები ყველა ადამიანისთვის განსხვავებულ ისტორიებს ყვებიან. ჟღენტის საფიქრალი პერსონაჟებია, ნაკლებად მუშაობს პეიზაჟებსა და ნატურმორტებზე, მის თითქმის ყველა ნამუშევარში მთავარი გმირი ადამიანია.
ირაკლი ჟღენტი სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების ფაკულტეტზე, თუმცა ტრადიციული ფერწერითაა გატაცებული.გაიზარდა ხელოვანთა ოჯახში, მისი დიდი ბებია მხატვარი მარიამ კელაპტრიშვილი გახლდათ. ბავშვობიდან ქონდა პროტესტი, ის არ ეკეთებინა, რასაც მისი ოჯახის წევრები ისედაც აკეთებდნენ, ამან განაპირობა ის, რომ ხატვა გვიან ასაკში დაიწყო. 4 წლის წინ საწერკალმით ექსპრომტად შეარულა ჩანახატი. პროცესმა ისე ჩაითრია, რომ მას შემდეგ აღარც შეჩერებულა. „მგონი მივხვდი,რომ ჩემს დასახატს სხვა ვერ დახატავს. ჩემს ოჯახის წევრებს თავიანთი სათქმელი აქვთ, მე ჩემი..“ ახალგაზრდა მხატვრისთვის ეს რიგით პირველი გამოფენა იქნება.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები