ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
პიტერ მაკარა: „პროცესების სწორად დარეგულირებაში “გლობალური ალიანსისგან“ საჭირო და დროულ რეკომენდაციებს მიიღებთ“
“გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ბერნარ კუშნერმა მორიგი შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა და მათთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „გლობალ ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვნელი, ექსპერტი პიტერ მაკარა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები.
ბერნარ კუშნერი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და მათ აქტიურ ჩართულობას პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. “დღეს პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს "გლობალურ ალიანსთან“ სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა. მოვისმინეთ, მათ მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომელიც შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ექსპერტების მიერ საბოლოოდ პირველადი ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტში, რაც უკვე სათავეს დაუდებს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას პრველადი ჯანდაცვის სფეროში”, -განმარტა კუშნერმა და აღნიშნული რეკომენდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს რეკომენდაციები, რადგან ისინი დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ექსპერტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა მოხდეს ამ რეკომენდაციების ადაპტირება საქართველოს კონტექსტზე. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის. რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია”.
„საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად აღიარა, სადაც მნიშვნელოვანი ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყოდა ეს მისასალმებელია“, - აღნიშნა ექსპერტმა.
„პირველადი ჯანდაცვა (PHC) ახალი ჯანდაცვის სისტემის საყრდენია საქართველოში. იგი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკის დაგეგმვაში და სამედიცინო პრაქტიკაში. ევროკავშირში პირველადი ჯანდაცვის სისტემა მოიცავს ჯანმრთელობის მიმართულების განათლების, განვითარების, პრევენციის, კურაციული და რეაბილიტაციური, ასევე ტერმინალური აქტივობების ფართო წრეს. სრული პირველადი ჯანდაცვა არ არის ევროკავშირის მხოლოდ მდიდარი წევრებისთვის განკუთვნილი, იგი ასევე სასურველი და მისაწვდომი გახდება ისეთი ქვეყნებისათვის როგორიც საქართველოა, ყოველ შემთხვევაში, ხანგრძლივ პერსპექტივაში“, - ითქვა შეხვედრაზე.
პიტერ მაკარამ მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, ამასთან, აღნიშნა, რომ მისი სწორად და მიზანმიმართულად განხროციელება აუციელებელია და მის სირთულეზეც მიანიშნა: „ჩვენი შემოთავაზება ასეთია, საავადმყოფოები და პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს ერთად.ეს არის ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი. ზოგადად დიდი რეფორმის, დიდი ცვლილების განხოციელება ძალიან რთულია. ასეთია საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკოსების სტრატეგიები. ჩვენ მათ უნდა დავუმტკიცოთ ეფექტიანობა იმ დახარჯული თანხებისა, რაც ამ პროცესების დალაგებასა და დარეგულირებაში დაიხარჯება. სასურველია, დაავადებების პრევენციაში უფრო მეტი თანხა იქნეს მობილიზებული. თუმცა როცა ვსაუბრობთ პრევენციაზე, და აღნიშნული ინიციატივა სამინისტროდან მოდის, თავდაპირველად, საჭიროა ადამიანების ცხოვრების წესის შეცვლა . მახსოვს ჩემს ქვეყანაში გავიარეთ გარკვეული ეტაპები, გარკვეული სირთულეები, თუ როგორ უნდა შეგვეცვალა სისტემა. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო ქირურგიული ოპერაციების კომპენსაცია კერძო კლინიკებში თითქმის იგივეა, რაც საზოგადოებრივ საავადმყოფოებში, მაგრამ ამას დასჭირდება წლები. თუ შესაძლებელია ექიმებს უფრო მეტი უნდა გადავუხადოთ. სხვაგვარად, ისინი კერძო სისტემაში წავლენ. ამ ყველაფრის ასე ჩამოყალიბება მარტივია, მაგრამ საკმაოდ რთულია ამის განხორციელება. სწორედ, პროცესების სწორად დარეგულირებაში “გლობალური ალიანსისგან“ საჭირო და დროულ რეკომენდაციებს მიიღებთ“.
დასასრულს, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და "გლობალური ალიანსის" ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელზეც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული მომზადებული პროექტები წარადგინეს.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები