ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ქალბატონი მაყვალა გვენცაძე ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაუსაძლისი პირობების სიტყვებით გადმოცემა თითქმის შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასჯერ მოსმენას, ერთხელ ნახვა სჯობს.
იყო ბედნიერი მეუღლე და დედა. ჰქონდა კარგი სამუშაო, მაგრამ ერთ დღეს მისი საყვარელ მეუღლეს სიმსივნე აღმოუჩინეს. საშინელი ტკივილი ცოტათი მაინც რომ შეემსუბუქებინა და ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები დაეფარა, სახლიდან ყველაფერი გაყიდა, ძვირფასეულობა, ავეჯი, ჭურჭელი და საბოლოოდ სახლიც. სამწუხაროდ მეუღლის გადარჩენა ვერ მოახერხა და შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. ავტოფარეხში შესახლდნენ, სადაც ადრე მაყვალას პატარა მაღაზია ჰქონდა გახსნილი.
ავტოფარეხის ერთ -ერთ კუთხეში, სადაც ყველაზე ნაკლებად ჩამოდის წყალი წვიმის დროს, საძინებელი მოიწყვეს. შესასვლელში - სამზარეულო. ფარეხში ცივა და ისეთი ნესტია, რომ სარეცხს გასაშრობად დღეები სჭირდება.
სველი წერტილები საცხოვრებელში არ არის. კეთილი მეზობლები, ახლომდებარე კორპუსებიდან, ნებას რთავენ მაყვალას, რომ მათი საპირფარეშოთი ისარგებლოს და დასალევად წყალი აავსოს. ეს ძალიან ძნელია ფიზიკურად და მორალურადაც ძალზედ დამთრგუნველია, ყოველდღიურად შეაწუხო მეზობლები.
საშინელებაა, როდესაც ასეთ პირობებში გიწევს ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში - ქალაქში, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე...
დაათვალიერეთ ქალბატონი მაყვალას საცხოვრებელი პირობების ფოტოები. ძნელი დასაჯერებელია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უხდება ასეთ და ზოგჯერ უარეს პირობებში ცხოვრება.
კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდის თითოეულ ბენეფიციარს თავისი პრობლემები აქვს. „სოციალური პარტნიორობა“ თითოეულ მათგანს უწევს დახმარებას. ზოგს მედიკამენტებით, და საკვები პროდუქტით, ზოგს ყოველდღიურად უვლიან და უტარებენ სათანადო მკურნალობას გამოცდილი ექთნები. სოციალური მუშაკები ეხმარებით საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში… ცდილობენ ყველას გაუწოდონ დახმარების ხელი.
ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქალბატონი მაყვალას დასახმარებლად. მას სასწრაფოდ სჭირდება სახურავის შეკეთება და კედლების შელესვა.
გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, ვისაც შეგიძლიათ საშენი მასალის მოწოდება. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსურად დაეხმაროთ ქალბატონ მაყვალას, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: მაყვალა გვენცაძე), ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/109/
გადაათვალიერეთ ფოტოები კიდევ ერთხელ, წამით წარმოიდგინეთ, რომ ქალბატონი მაყვალას ადგილას შეიძლება თქვენი ახლობელი ადამიანი ყოფილიყო და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.
ნებისმიერი სახის დახმარებით: მატერიალური, ფინანსური, ან თუნდაც სოციალურ ქსელბში ამ ისტორიების გაზიარებით, თქვენ შეძლებთ სოციალურად დაუცველი ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები