1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,აშშ-ში კაპიტოლიუმზე თავდასხმისას 4 ადამიანი ადგილზე მოკლეს, ჩვენთან თურმე ნორმაა, ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტში"- ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსული აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ისევ ანარქისტებს უწოდებს და პროტესტთან დაკავშირებით საუბრობს.

"ერთი რამ მინდა ვთქვა, შევახსენო ყველას, მაგალითად აშშ-ში რაც მოხდა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში, ჩვენთან თურმე ნორმაა რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, თურმე ნორმა არის რომ ცეცხლი გაუხსნან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, ესე იგი არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ არ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს, ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, ამას რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები