1 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მამაკაცს, რომელსაც ცოლზე ძალადობის გამო ეძებდნენ თავი მოიკლა

ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა  მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ახალციხეში,დღეს დილით  მოხდა. 

 ცხედარი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში იპოვეს.

როგორც ცნობილი ხდება, გარდაცვლილი  10 თებერვლიდან მიმალვაში იყო. მას სამართალდამცველები ცოლზე ძალადობის გამო, ეძებდნენ. მამაკაცმა  შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა და სახლიდან გაიქცა.

სამართალდამცველები ამ წუთებში გარდაცვლილის სახლში იმყოფებიან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ქალს,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებებით ,ახალციხის კლინიკაში 10 თებერვალს შეიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები