0 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დედოფლისწყაროში 61 წლის თამარ ბაღაშვილი გარდაცვლილი იპოვეს – გვამს ძალადობის კვალი აღენიშნება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს მერის წარმომადგენელმა, მურად ელაშვილმა განუცხადა, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი თქმით, ცხედარი გარდაცვლილის ძმის შვილმა და მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ტელეფონზე აღარ პასუხობდა და ბინაში მიაკითხეს. წინასწარი დათვალიერებით, ქალი სავარაუდოდ გაგუდეს.

„ჩამსხვრეული იყო სახლის მინები. სახლშიც ნივთები არეული, ალბათ რამეს ეძებდნენ. გარდაცვლილი თამარ ბაღაშვილი მარტო ცხოვრობდა. მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. სკოლასთან ახლოს ღვეზელებს ყიდდა. შეიძლება, გაქურდვის მიზნით შევიდნენ ღამით და ქალი გაგუდეს“, – განაცხადა ელაშვილმა.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები