1 6 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრულად ჰიდროსტატიკური ამძრაობის ოთხი ბულდოზერი გადასცა.

ორივე მხარისთვის უპრეცედენტო შეთანხმებას ერთწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ.  სხვადასხვა ფაქტორის გამო, სომხურ კომპანიას, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს და მაღალი სანდოობით გამოირჩევა, ახალი სამუშაო მიდგომის გამოგონება მოუწია. ობექტზე რთული რელიეფური პირობების გამო დადგა საჭიროება შეეცვალათ საკარიერო მოპოვების წესი. Davax LLC-ის ურთულესი ტექნიკური დავალება „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას“ გუნდმა სრულყოფილად დაამუშავა და კომპანიას წარუდგინა ევროპული პარტნიორის უნიკალური მოდელი, PR776 - LIEBHERR-ის საწარმოო ხაზში ყველაზე დიდი ბულდოზერი, საექსპლუატაციო წონით 75 ტონა და 22-კუბიანი ფრონტალური დანის მოცულობით.

ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს კომერციული დირექტორი: „ეს არის უპრეცედენტო პროექტი როგორც თეგეტასთვის, ისე სომხური მხარისთვის, რადგან ასეთი კლასის ბულდოზერის რეალიზაციის პირველი შემთხვევაა ჩვენთვის  და არც სომხური ბაზრისთვისაა ჩვეული პრაქტიკა.  

ერთწლიანი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში იმან, რომ სომხურმა მხარემ არჩევანი გააკეთა ხარისხიან შეთავაზებასა და მომსახურებაზე და ენდო ჰოლდინგის გამოცდილებას ამ მიმართულებით. ამ სფეროში გაყიდვების შემდგომი მომსახურება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. Construction Machinery Georgia-ს დიდი სასაწყობე მარაგი, მრავალპროფილური სერვისი და სპეციალისტების გუნდი კი კომპანიისთვის გარანტიაა წარმატებული საქმიანობისა. თავად LIEBHERR, როგორც პირველ სამეულში შემავალი ყველაზე დიდი მოთამაშე ამ ინდუსტრიაში, მისი ავტორიტეტი და ჩვენი ერთწლიანი დაუღალავი შრომა, დამკვეთის მოთხოვნის ზუსტად გაგება, გააზრება და სწორი პროდუქტის შეთავაზება გახდა, ასევე,  შეთანხმების წარმატებით დაგვირგვინების მიზეზი“.

სომხური დეველოპერული კომპანია Davax LLC ფლობს სამთო მომპოვებელ კომბინატს, სადაც ღია წესით ხდება ინერტული და სამშენებლო მასალების მოპოვება/გადამუშავება. საკარიერო სამუშაოების მიღებული ოქროს სტანდარტი მისი რელიეფისა და გეოლოგიის კვლევის შემდეგ აფეთქებითი სამუშაოებია. აფეთქების შედეგად მიღებული მასის გადამუშავება ბევრად კომფორტული და მარტივი პროცედურაა, თუმცა სამთო მომპოვებელი კარიერის ლოკაცია, ერევნის შემოგარენში, დამატებით ბარიერი იყო შრომით უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაზე ზრუნვის თვალსაზრისით. მიღებული რეგულაციების გამო საკარიერო მოპოვების წესი შეიცვალა. სწორედ LIEBHERR-ის საწარმოო ხაზში ყველაზე დიდი ბულდოზერი აღმოჩნდა Davax LLC-ს ურთულესი ტექნიკური დავალებიდან გამოსავალი. ის სიმძლავრისა და წონის ხარჯზე ახერხებს ერთკბილიანი გამაფხვიერებლით სასარგებლო წიაღისეულის ზედა ფენის გაფხვიერებას და მიღებული მასის ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეზე.

LIEBHERR-ის PR776 მოდელს კლასში მოწინავე ტექნოლოგია და ჰიდროსტატიკური ამძრაობა აძლევს დიდ უპირატესობას  კონკურენტებთან მიმართებით. კლასიკური ტრანსმისიისგან განსხვავებით ის უზრუნველყოფს სიმძლავრის უწყვეტ და შეუფერხებელ გადაცემას ძრავიდან მუხლუხებამდე. მაღალტექნოლოგიური ჰიდრავლიკური სისტემა და საკუთარი წარმოების ძრავა კი ზრუნავს მაქსიმალური ეფექტის შექმნაზე როგორც საწვავის მოხმარების, ისე მაქსიმალური სიმძლავრის გამომუშავების კუთხით.  

Davax LLC, რომელიც ათწლეულებია დეველოპერულ სფეროშია და სომხეთის ბაზარზე  პოზიციონირდება, როგორც პრემიუმ მიმართულებით მშენებლობის ავტორი, ამჟამად ელიტარული უბნის მშენებლობით არის დაკავებული, რომელიც  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრემიუმ კომპლექსად მიიჩნევა. საერთო მიდგომებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე კი, სომხური კომპანია ქართულ მხარეს ამ სფეროში ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Construction Machinery Georgia საგზაო-სამშენებლო საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებს წარადგენს. კომპანია რეგიონის საჯარო და კერძო სექტორს ინფრასტრუქტურული და სამთო-მოპოვებითი პროექტებისთვის საჭირო ტექნიკით ამარაგებს. ბრენდებს შორისაა გერმანული LIEBHERR-ი, ფრანგული FAYAT GROUP-ის წევრი კომპანიები BOMAG-ი და MARINI.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები