1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა“, „სქილვილი“ და „ჩართე“ გოგონების ციფრული მომავლის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

„თეგეტა ჰოლდინგი“, ნეო უნივერსიტეტ „სქილვილთან“ და საქველმოქმედო ფონდ „ჩართესთან“ ერთად, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა მათთვის ისეთ ციფრულ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები.

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარ 10 გოგონას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და პროგრამირების 7-თვიან კურსებს დაუფინანსებს. გოგონებს საშუალება ექნებათ, ორ სხვადასხვა მიმართულებას შორის  თავად აირჩიონ სასურველი კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ კი სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს „თეგეტას“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით.

ახალი ერთობლივი პროექტის შესახებ  „სქილვილის“ მიერ გამართულ დასაქმების ფორუმზე დაანონსდა, რომელიც სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა. ღონისძიებას კერძო, სახელმწიფო სექტორისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჯერ კიდევ არსებობს სფეროები, სადაც ქალებს თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად ბარიერების გადალახვა უხდებათ. ამ სტერეოტიპის დასაძლევად და იმის დასამტკიცებლად, რომ გოგონების ადგილი ტექშია, ახალი პროექტი დავიწყეთ. „თეგეტა ჰოლდინგი“, „სქილვილთან“ ერთად, მომდევნო 7 თვის განმავლობაში სწავლას დაუფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ 10 გოგონას, რომლებსაც სურთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში რეალიზება, აინტერესებთ პროგრამირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, IT პროექტების მართვა, ციფრული პროექტების ტესტირება, გრაფიკული დიზაინი და ა.შ. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით „თეგეტას“ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენადაც კომპანიაში მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე“.

პროექტის „თეგეტა გოგონების ციფრული მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები 10 ახალგაზრდა გოგონა „თეგეტას“ მხარდაჭერით „სქილვილში“ ციფრულ პროფესიებს დაეუფლება და მაღალანაზღაურებად სფეროებში შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. „სქილვილი“ ყველაზე მასშტაბური ნეო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც 2018 წლიდანაა განათლების სფეროში ჩართული და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს.

ლანა ჩხარტიშვილი, „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი: „სქილვილი“, როგორც ინოვაციებზე მორგებული ონლაინ ნეო უნივერსიტეტი, მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდების ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებით განათლებაში ჩართვაზე. ამ მიზნით ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრე ამ საქმეში ისეთი მსხვილი კომპანიაა, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“. ძალიან საამაყოა, რომ, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ გოგონას მივცემთ შესაძლებლობას, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად ციფრულ პროფესიებს და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურებში“.

საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან  ლეპტოპებითა და ინტერნეტით. ეს შესაძლებლობა მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომავლის ციფრული პროფესიების ონლაინ დაუფლებაშიც დაეხმარება. ფონდი თავისი ბენეფიციარებიდან ახალი პროექტისთვის მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, კითხვარისა და გასაუბრებების საფუძველზე, ციფრული პროფესიებით დაინტერესებულ გოგონებს შეარჩევს. სწავლა 19 აპრილს დაიწყება.

ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.

ცნობისთვის, „ჩართე" საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, დაუფინანსოს ინტერნეტი და კომპიუტერი რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. პლატფორმა 100%-ით გამჭვირვალეა  და  ვებგვერდზე აღრიცხულია თითოეული ხარჯი, მოსწავლე, დონორი, რეგიონი და გუნდის თითოეული წევრი.

­­__

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...